მიმდინარე წლის 6 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენისას კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეაჯამა  2020-2021 წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებული მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა, ყურადღება  გაამახვილა ამ მიმართულებით სამსახურის მიღწევების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ანგარიშის მოსმენის ბოლოს, დეპუტატების მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაზეც კომუნიკაციების ომბუდსმენმა  ამომწურავად გასცა პასუხი.

კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კომუნიკაციების ომბუდსმენის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ამასთან აღნიშნა, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულება საიმედო ხელშია და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.