2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ბორჯომის, ბაკურიანის, აბასთუმნის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ-ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
საქართველოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა 2015 წლის 1-ელ ივლისს თბილისის სამაუწყებლო ზონით დაიწყო და 25 აგვისტოს საქართველოს მთელი ტერიტორიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით დასრულდება.