Select Page

ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს 1983 წლის 15 მარტიდან (World Consumer Rights
Day)
სათავეს კი იღებს 1961 წლიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჩამოაყალიბა
მომხმარებლის ოთხი ძირითადი უფლება:
• უსაფრთხოების უფლება;
• ინფორმაციის მიღების უფლება;
• არჩევანის უფლება;
• უფლება, გაეგონათ მისი ხმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად
მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი უერთდება
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე საქართველოს მთელ
მოსახლეობას ულოცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო
დღეს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში ყოველწლიურად უფრო და
უფრო გაუმჯობესდება მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობები
მომსახურების ყველა სფეროში.