Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, ქ.თბილისის საჯარო სკოლებში განაგრძობს საინფორნაციო შეხვედრებს. მიმდინარე წლის 19 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 85-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.

ელენე მიროტაძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.