Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 18 ივნისს შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ბატონ პაატა ტურავასთან, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.