მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენი – გვანცა ჩხეიძე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია, სატელეკომუნიკაციო სფეროში, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედი საკანონმდებლო გარანტიების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე, დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და ამ კუთხით სამსახურების სამომავლო თანამშრომლობის საკითხი.









