2025 წლის 02 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა, რამაზ ცინცაძემ მონაწილეობა მიიღო სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაში – კერძო მედიაციის ცენტრებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, ასევე განმარტა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მედიაციის მონაწილეებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.
შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მრავალი საინტერესო შეკითხვა დაისვა.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, აქტიურად იყენებს მორიგება/მედიაციის მექანიზმს, მომხმარებლებთან და კომპანიებთან ურთიერთობის პროცესში და აღნიშნული წარმატებით ხორციელდება ჩვენი სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.




