Select Page

მიმდინარე წლის 3 ივნისს, კომუნიკაციების ომბუდსმენი – გვანცა ჩხეიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია, სატელეკომუნიკაციო სფეროში, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედი საკანონმდებლო გარანტიების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე, დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და ამ კუთხით სამსახურების სამომავლო თანამშრომლობის საკითხი.