კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს პროექტ „მოგზაურ ოფისს“, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 ივლისს, სამუშაო შეხვედრა შედგა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
შეხვედრას ესწრებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირევლი მოადგილე ზაურ ჩართოლანი, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების – უშგულის, იფარის, წვირმის, მულახის, მესტიის, ლატალის, ბეჩოს, ფარის, ლახამულის, ჭუბერის, ნაკრის, წარმომადგენლები/დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები.
კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებთან მიმართებაში არსებული გამოწვევები: განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა და პრობლემურად დასახელდა მობილური ინტერნეტის ხარისხი, ყველა ოპერატორის მიმართ და დაზიანების აღმოფხვრის ვადები, რასთან დაკავშირებითაც სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.













