Select Page

“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” აქტივობის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მიმდინარე წლის 24 მაისს თბილისის 49-ე საჯარო სკოლას ეწვია.

ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილე, 49-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.