Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2023 წლის ნოემბერში ჩაატარა კვლევა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ის მომხმარებლები, რომლებმაც დამცველის სამსახურის სერვისით მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ისარგებლეს.  

კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით, გამოიკითხა სამსახურში შემოსული წერილობითი საჩივრის ყოველი მეოთხე ავტორი.

აღნიშნული გამოკითხვის შედეგები სამსახურს დაეხმარება მომხმარებლებისთვის მომავალი აქტივობების და სერვისების დაგეგმვა/გაუმჯობესებაში.