კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურში 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე გაზრდილია მომართვიანობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის დაზიანების საკითხთან მიმართებაში.
აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების შეწყვეტის თაობაზე სამსახურში შემოვიდა 186 წერილობითი საჩივარი, ამასთან 132 სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა.
სამსახურის მიერ ყველა განცხადებასთან დაკავშირებით რეაგირება განხორციელებულია. მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს მიეცათ მითითება მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ყველა შესაძლო ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რათა მომხმარებლებს დროულად აღუდგეთ მომსახურება.
მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით, ვავრცელებთ სამსახურში შემოსული საჩივრების რაოდენობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ:
შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ, მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, სამსახურში შემოვიდა 153 წერილობითი საჩივარი, საიდანაც დღეის მდგომარეობით დაკმაყოფილებულია მხოლოდ 39 მომხმარებელი, ხოლო 114 მომხმარებელი, თითქმის 1 თვე, მომსახურების გარეშეა დარჩენილი.
სს „სილქნეტი“-ს მიმართ, მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, სამსახურში შემოვიდა 17 წერილობითი საჩივარი, საიდანაც დღეის მდგომარეობით დაკმაყოფილებულია 8 მომხმარებელი, ხოლო 9 მომხმარებელი მომსახურების გარეშეა დარჩენილი.
ხოლო, დარჩენილი წერილობითი საჩივრები ნაწილდება სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებზე, რომელთა რაოდენობაც არ აღემატება 16-ს.
ცნობისთვის, აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, დამცველის სამსახურს უკვე გაცემული აქვს 5 ზოგადი ხასიათის სარეკომენდაციო მიმართვა შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ.
