Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურში არაერთი წერილობითი და სატელეფონო პრეტენზია ფიქსირდება შპს „მაგთიკომი“-ს ცხელი ხაზის გაუმართავად მუშაობასთან დაკავშირებით, რაც აბრკოლებს მომხმარებლებს დააფიქსირონ თავიანთი პრეტენზია/საჩივარი კომპანიაში.

საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გაცნობებთ:

სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელს, მომსახურების მიწოდების ნაწილში პრობლემის არსებობის ან კომპანიასთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში (ინტერნეტის წყვეტა, მაუწყებლობის ტრანზიტი, სატელეფონო მომსახურება) შეუძლია მომართოს დამცველის სამსახურს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 32 2399505.

სამსახური უზრუნველყოფს მომხმარებლის სახელით მისი უფლებების დაცვას, მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან.