გვანცა ჩხეიძე, აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში!”

მიმდინარე წლის 11 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენი გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

საზოგადოებრივმა დამცველმა, მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.