Select Page

მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ  შპს „ვიონი საქართველოს“  კომპანიში მიმდინარე საბილინგო სისტემის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით მიმართა.

დამცველის სამსახურს არაერთმა მომხმარებელმა მიმართა პრეტენზიით, რომელიც ეხებოდა შპს „ვიონი საქართველოს“  სერვისებით სარგებლობის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებს, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო კომპანიის საბილინგო სისტემის გაუმართაობით.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა  შპს „ვიონი საქართველოსგან“ წერილობით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება, თუ რა სახის ხარვეზები დაფიქსირდა კომპანიის მიერ ახალი საბილინგო სისტემის დანერგვის პროცესში, რამაც ზეგავლენა იქონია მომხმარებლებისათვის უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე (სამომხმარებლო პაკეტების გააქტიურების ხელშეშლა, გააქტიურებული პაკეტით სარგებლობისას სტანდარტულ ტარიფზე ავტომატურად გადასვლა, აბონენტის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა და ა.შ); აგრეთვე რომელი კატეგორიის და რამდენ მომხმარებლებს შეეხო აღნიშნული ცვლილებები და უზრუნველყო, თუ არა კომპანიამ ზემოხსენებული ცვლილებების განხორციელების პროცესში წარმოშობილი ხარვეზების გამო გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საკომპენსაციო მექანიზმის გამოყენება; დამცველი აგრეთვე დაინტერესდა, თუ როდის სრულდება შპს ,,ვიონი საქართველოს“ საბილინგო სისტემის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლის პროცესი და რამდენად იქნა დაცული მომხმარებელთა ინდივიდუალური გზით წინასწარი ინფორმირების ვალდებულება.