საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2018 წელს სულ შემოვიდა მომხმარებელთა 413 საჩივარი /განცხადება.
საჩივრებით მომართვიანობის მსგავსი მაჩვენებელი 2018 წლამდე დამცველის სამსახურში არ დაფიქსირებულა. სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა მხრიდან გააქტიურება მნიშვნელოვნად განაპირობა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ეტაპობრივად და კომპლექსურად განხორციელებულმა აქტივობებმა. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ტელეკომუნიკცაიების ომბურდსმენის სამსახურის მიერ, ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე.
შემოსული 413 საჩივარი/განცხადებიდან 273 მომხმარებელს გაეწია კონსულტაცია. ხოლო 140 არის წერილობითი საჩივარი/განცხადება.
ზემოაღნიშნული 413 საჩივარი/განცხადებიდან 391 დაკმაყოფილდა, (აქედან სრულად დაკმაყოფილდა – 373 , ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა –