სიახლეები
შეხვედრა 89-ე საჯარო სკოლაში
მიმდინარე წლის 18 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. პრეზენტაციისას მოსწავლეებს წარედგინათ ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გაეცვნენ კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს, კომპანიების ვალდებულებებს, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებს და ვადებს, აგრეთვე დარგში შემავალ სხვა საკითხებს.
შეხვედრა 81-ე საჯარო სკოლაში
მიმდინარე წლის 18 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 81-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან. შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული 15 მარტს, ქალაქ ბათუმში შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა
15 მარტს, ქ.ბათუმში 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა – გვანცა ჩხეიძემ მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლები და დაცვის ის მექანიზმები გააცნო, რომელსაც სამსახური კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის იყენებს.
მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული-ქ. ქუთაისი
მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების ომბუდსმენი ქ. ქუთაისში მომხმარებლებთან გმართულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ტელეკომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სამსახურის საქმიანობის შედეგები და სამსახურისთვის მომართვის საშუალებები. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.
შეხვედრა ბაქვსუდის სკოლაში
მიმდინარე წლის 13 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ბაქვსვუდის სკოლას ეწვია და მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა. ომბუდსმენმა, გვანცა ჩსხეიძემ და სამსახურის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.





