Select Page

სიახლეები

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავენ

მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ულოცავს ქართველ ჟურნალისტებს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს!

შეხვედრა ქ.თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მიმდინარე წლის 21 მარტს, ქ. თბილისის 99-ე საჯარო სკოლას ეწვია. შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

შეხვედრა ქალაქ თბილისი 179-ე საჯარო სკოლაში

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, ქ.თბილისის საჯარო სკოლებში განაგრძობს საინფორნაციო შეხვედრებს. მიმდინარე წლის 20 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 179-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან. ბელა დეველაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი

შეხვედრა სმენის, მეტყველების, ინტელექტუალური შეფერხების პირთა ასოციაცია (აიპ)-“იკა’’-ს წარმომადგენლებთან და ბენეფიციარებთან.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს პროექტს,- “იცნობდე შენ უფლებებს კომინიკაციების სფერიში”, რომლის ფარგლებშიც ერთ ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მიმდინარე წლის 20 მარტს შეხვედრა შედგა სმენის, მეტყველების, ინტელექტუალური შეფერხების პირთა ასოციაცია (აიპ)-“იკა’’- ს წარმომადგენლებთან და ბენეფიციარებთან. გვანცა ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრა ქალაქ თბილისის 96-ე საჯარო სკოლაში

მიმდინარე წლის 20 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 96-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან. შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

კომუნიკაციების ომბუდსმენი ეხმაურება პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით – სს„სილქნეტიდან“ დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა

მიმდინარე წლის 19 მარტს პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, სს “სილქნეტიდან” მომხარებელთა დიდი მოცულობის უნფორმაციის გაჟონვის შესახებ. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ განხორციელდა კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა; კომუნიკაციების ომბუდსმენი აქტიურად მოახდენს კომპანიის მხრიდან მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობას.