სიახლეები
შეხვედრა ქალაქ გარდაბნის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან – 15.07.2025
კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს პროექტ „მოგზაურ ოფისს“, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 ივლისს, სამუშაო შეხვედრა შედგა ქალაქ გარდაბნის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან. კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა, რამაზ ცინცაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა
შეხვედრა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან – 10.07.2025
მიმდინარე წლის 10 ივლისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, საინფორმაციო აქტივობის ფარგლებში “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს ესტუმრა. კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრა პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი”-ს სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან – 03.07.2025
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს. მიმდინარე წლის 3 ივლისს შეხვედრა გაიმართა პროფესიული კოლეჯი ,,მერმისის” სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრა სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოში” – 02.07.2025
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს. მიმდინარე წლის 2 ივლისს შეხვედრა გაიმართა სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოში”. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში – 30.06.2025
მიმდინარე წლის 30 ივნისს კომუნიკაციების ომბუდსმენი – გვანცა ჩხეიძე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ეწვია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები.





