კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან.
2019 წლის 16 სექტემბერს ომბუდსმენი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კომუნიკაციის სფეროში.
გვანცა ჩხეიძემ ვრცლად ისაუბრა სამსახურის ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მომხმარებელებს გააცნო მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმები. აგრეთვე პროვაიდერი კომპანიების უფლება/მოვალეობები და პრობლემების შემთხვევაში განცხადება/ საჩივრის შევსებისა და განხილვის წესები.
შეხვედრას ეწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან.