Select Page

გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დისტანციურ რეჟიმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა:„იცოდე შენი უფლებები კომუნიკაციების სფეროში“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.საზოგადოებრივმა დამცველმა სტუდენტებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.