Select Page

მიმდინარე წლის 16 მაისს ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც დამცველმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ”ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”.

ლექციის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების, კერძოდ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, არსებულ  მომხმარებელთა უფლებებზე, კომპანიების ვალდებულებებზე, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებსა და ვადებზე, ასევე საზოგადოებრივი დამცველის კანონმდებლობით მუნიჭებულ კომპეტენციაზე.