მიმდინარე წლის 6 დეკემბერს ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც წაიკითხა საჯარო ლექცია :”ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”.
ლექციის მთავარი მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლებს გაეცნოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.
ომბიდსმენის საჯარო ლექციების ჩატარება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 20 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.
ეს შეხვედრა ომბუდსმენისთვის, რიგით მე-20 იყო.