Select Page

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გვანცა ჩხეიძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა „იცოდე შენი უფლებები კომუნიკაციების სფეროში“.შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.საზოგადოებრივმა დამცველმა სტუდენტებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.