მიმდინარე წლის 19 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქტივობის ფარგლებში -“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, შეხვედრა გამართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ, სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სამინისტროსთან არსებული სსიპების წარმომადგენლები.

საზოგადოებრივმა დამცველმა , შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.