მომდინარე წლის 18 აპრილს გვანცა ჩხეიძემ “მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯის“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” გამართა.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.