გვანცა ჩხეიძე განაგრძობს საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასთან არსებულ „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2022 წლის 15 მარტს ონლაინ შეხვედრა გამართა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.

“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, გაცნობითი ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.

საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.