იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ აქტივობის ფარგლებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს ონლაინ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს გვანცა ჩხეიძე სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოსა“ და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალ სხვა საკითხები.