Select Page

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას წარმომადგენლებთან. “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”. სწორედ ეს თემა ისახავს მიზნად საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრის მონაწილებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.