Select Page

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, თამთა ტეფნაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა . შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  სტუდენტებისთვის ცნობილი გამხდარიყო, თუ რა უფლებები აქვთ სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებლებს და რა მექანიზმები არსებობს მათ დასაცავად.

ლექციამ “ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”, სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია,  დაისვა ბევრი საინტერსო და აქტუალური კითხვა, რომელზეც ომბუდსმენმა ამომწურავი  პასუხები გასცა.

„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი“ –  საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017- 2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის თანახმად ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი 2017 წელს საქართველოს 20 უმაღლესი სასწავლებლის სატუდენტებს  შეხვდება.