Select Page

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლები, ელენე მიროტაძე, სოფიო ჯაფარიძე და ბელა დეველაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კომუნიკაციის სფეროში.
გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას ვრცლად გააცნო სამსახურის ფუნქციები, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობები და სამომავლო გეგმები. მთავარი აქცენტი გაკეთდა მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე. ომბუდსმენმა მოსახლეობას გააცნო პროვაიდერი კომპანიების უფლება/მოვალეობები და პრობლემების შემთხვევაში განცხადება/ საჩივრის შევსებისა და განხილვის წესები.
შეხვედრას ეწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადაშვილი, მერის მოადგილე პაპუნა მუშკუდიანი და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და დიდი ინტერესი გამოიწვია მოსახლეობის მხრიდან. დაისვა საინტერესო კითხვები და აღინიშნა კომუნიკაციის მიმართულებით რეგიონში არსებული გარკვეული პრობლემები.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან.