Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს პროექტ „მოგზაურ ოფისს“, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, სამუშაო შეხვედრა შედგა ქალაქ წყალტუბოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა, რამაზ ცინცაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებთან მიმართებაში არსებული გამოწვევები, რასთან დაკავშირებითაც სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.