Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს პროექტ „მოგზაურ ოფისს“, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, შეხვედრა შედგა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ და სამსახურის წარმომადგენელმა ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.