Select Page

🇬🇪 13-15 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი გვანცა ჩხეიძე და სამსახურის წარმომადგნლები.

🔹 საერთაშორისო კონფერენცია – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება და ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 20-მდე ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების (𝐖𝐨𝐫𝐥𝐝 𝐁𝐚𝐧𝐤, 𝐔𝐍𝐂𝐓𝐀𝐃, 𝐎𝐄𝐂𝐃, 𝐈𝐂𝐍, 𝐈𝐂𝐏𝐄𝐍, 𝐂𝐨𝐧𝐬𝐮𝐦𝐞𝐫𝐬 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥) წარმომადგენლები ეწვივნენ.

➡︎ ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე.

🎙️ გახსნით სესიაში მონაწილეობას მიიღეს – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკატერინე წერეთელმა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ.