მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 16 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა სს ,,თ.ცერცაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.




