მიმდინარე წლის 2დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა ქ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.
საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, საჩივრების/განცხადებების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.