Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

kომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა 2026 წლის 26 თებერვალს შეხვედრები გამართა თბილისის 215-ე  და 217-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან, სადაც მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ