მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მიმდინარე წლის 21 მარტს, ქ. თბილისის 99-ე საჯარო სკოლას ეწვია.
შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.