Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მიმდინარე წლის 4 აპრილს, საინფორმაციო აქტივობის ფარგლებში, “იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, მორიგი შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 215-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.

სოფო ჯაფარიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.