მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მიმდინარე წლის 29 მარტს, ქ. თბილისის 145-ე საჯარო სკოლას ეწვია.
ბელა დეველაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.