მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, ქ.თბილისის საჯარო სკოლებში განაგრძობს საინფორნაციო შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 4 აპრილს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 216-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.
შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.