Select Page

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელი – სოფო ჯაფარიძე და რამაზ ცინცაძე თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია, სატელეკომუნიკაციო სფეროში, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედი საკანონმდებლო გარანტიების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე, დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და ამ კუთხით მხარეების სამომავლო თანამშრომლობის საკითხი.