მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე, ელენე მიროტაძესთან და რამაზ ცინცაძესთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატა სალიას და მინისტრის მოადგილეს ბატონ გიორგი დგებუაძეს შეხვდა.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. კომუნიკაციების ომბუდსმენმა მინისტრს გაუზიარა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით დანერგილი მექანიზმების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მინისტრმა სამსახურს მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოითქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.





