Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.