სიახლეები
შეხვედრა ქ. თბილისის108-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2024 წლის 26 თებერვალს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 108-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელბთან . შოთა შაფაქიძემ სკოლის მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
Small and Medium Telecom Operators Association of Georgia-ის ორგანიზებით ქ. თელავში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 7 თებერვალს, ქ. თელავში, მომხმრებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა, შოთა შაფაქიძემ, მონაწილეობა მიიღო Small and Medium Telecom Operators Association of Georgia-ის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში ინტერნეტის ფასის დაწევის, ასევე, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის გახსნისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხების განხილვას დაეთმო. შოთა შაფაქიძემ ოპერატორებს მომხმარებლებისგან შემოსული საჩივრების
მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2023 წლის ნოემბერში ჩაატარა კვლევა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ის მომხმარებლები, რომლებმაც დამცველის სამსახურის სერვისით მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ისარგებლეს. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით, გამოიკითხა სამსახურში შემოსული წერილობითი საჩივრის ყოველი მეოთხე ავტორი. აღნიშნული გამოკითხვის შედეგები სამსახურს დაეხმარება მომხმარებლებისთვის მომავალი





