სიახლეები
შუახევი 20.08.19
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გამართა შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, თემის წარმომადგენლებთან და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე. გვანცა ჩხეიძემ მოსახლეობას გააცნო საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. აგრეთვე,
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
2018 წლის 30 მარტს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმროში “რუმსი – თბილისი“ სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საგრძნობლად იმატა მომხმარებელთა განცხადებებით/საჩივრებით მომართვიანობამ. კერძოდ, თუკი 2016 წელს სამსახურმა განიხილა 208 საჩივარი, 2017 წელს განხილული წერილობითი/ზეპირი საჩივრების მაჩვენებელი შეადგენს 283
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე, 28 მარტს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას გამართავს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში
სასტუმრო: „რუმსი – თბილისი“ (მის: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. №14) 15 მარტი 2017 წელი 12:00 საათი 2017 წლის 15 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე სასტუმრო „რუმსი -თბილისი“ წარადგენს სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს. პრეზენტაციას დაესწრებიან ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე,
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე კომისიაში შპს “მაგთიკომის” წინააღმდეგ ფორმალური ადმინსტრაციული წარმოება დაიწყო
15.12.16. ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საქმე ეხება ფიზიკური პირის კ.კ.-ის საჩივარს, რომელიც შეეხება შპს „მაგთიკომის“ მიერ კ.კ-ის საკუთრებაში არსებული ნომრის უკანონოდ ჩამორთმევას.





