Select Page

სიახლეები

მცხეთა-მთიანეთი 07.10.19

კომუნიკაციების ომბუდსმენის, გვანცა ჩხეიძის შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.შეხვედრას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო შეხვედრებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალ სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს. შეხვედრების მიზანია სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ.

კომუნიკაციების ომბუდსმენის შეხვედრა, თიანეთის მინიციპალიტეტის მოსახლეობასთან 29.10.19

2019 წლის ოცდარვა ოქტომბერს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საინფორმაციო შეხვედრას გამართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.შეხვედრას ესწრებოდნენ: თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ იარაჯული, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ააიპების ხელმძღვანელი პირები და სხვა თანამშრომლები.

რუსთავი 18.09.2019

მცხეთა 16.09.2019

კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან. 2019 წლის 16 სექტემბერს ომბუდსმენი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კომუნიკაციის სფეროში. გვანცა ჩხეიძემ ვრცლად ისაუბრა სამსახურის ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მომხმარებელებს გააცნო მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმები. აგრეთვე პროვაიდერი კომპანიების უფლება/მოვალეობები

ბოლნისი 11.09.2019

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლები, ელენე მიროტაძე, სოფიო ჯაფარიძე და ბელა დეველაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კომუნიკაციის სფეროში. გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას ვრცლად გააცნო სამსახურის ფუნქციები, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობები და სამომავლო გეგმები. მთავარი აქცენტი გაკეთდა

ხულო 20.08.2019

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. გვანცა ჩხეიძემ მოსახლეობას გააცნო საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. აგრეთვე, პროვაიდერი კომპანიების ვალდებულებები, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიული დახმარების სამსახური. სამსახურის დირექტორმა,