საქართველოში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2026 წლის 09-16 მარტს, მომხმარებელთა დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება.
10 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა ქალაქ გარდაბანში “გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში”, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შეხვდა. პანელური დისკუსიის ფორმატში, ომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის 2025 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ, ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ არაერთ ღონისძიებაზე.
შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.





