Select Page

საქართველოში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2026 წლის 09-16 მარტს, მომხმარებელთა დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება.

კვირეულის გახსნითი ღონისძიება თბილისში ჩატარდა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ პანელური დიკუსიის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის 2025 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ, ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ არაერთ ღონისძიებაზე.  კვირეულის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.