დასკვნითი ღონისძიება ქალაქ წყალტუბიში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, ორგანიზატორი მარეგულირებელი უწყებები, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, პანელური დისკუსიის ფორმატში, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია დანერგილი სტანდარტებისა და აღსრულების მექანიზმების თაობაზე.
სამსახურისთვის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.









